კომისიის სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 2 საკითხზე იმსჯელეს.

ცვლილება იგეგმება ,,მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ,“ დადგენილების პროექტში.

ასევე, დარგობრივი კომისიის წევრებმა განიხილეს ახალგაზრდული პროგრამების შესრულების მიმდინარეობა 2022 წლიდან 2023 წლის პირველი ნახევრის პერიოდისთვის, რომელიც მიღებულ იქნა ცნობად.

მსგავსი სტატიები