კომისიის სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა და საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ, სამართლებრივი აქტის პროექტს: ,,მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
ასევე, ცვლილება იგეგმება შემდეგ დადგენილებებში: ,,მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’ და ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების შესახებ.“
საკრებულო კენჭს უყრის ,,მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას“.
აგრეთვე, დარგობრივმა კომისიის წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს 2022 წელს ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

მსგავსი სტატიები