საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 5 საკითხზე იმსჯელეს.
ცვლილება შევიდა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში.
საკრებულომ მიიღო ნორმატიული აქტი, 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ. როგორც სხდომაზე აღინიშნა წესში ცვლილებები შევიდა, სხვადასხვა პროგრამებში.
ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა განკარგულება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის შესახებაც.
საკრებულოს სხდომაზე მსჯელობა გაიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2022 წელს დამტკიცებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის ირგვლივაც. საკრებულოს დარგობრივი კომისიებისა და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეებმა ვრცლად ისაუბრე, ანგარშში წარმოდგენილ ფაქტებზე და პოლიტიკური შეფასებები გააკეთეს.
საკრებულომ , ასევე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების შესახებ, დადგენილების მისაღებად.

მსგავსი სტატიები