შეხვედრა სოფელ ცხემლისხიდში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, “თვითმმართველობა განათლებისათვის” ფარგლებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კამპანიას, საჯარო მმართველობის მიმართულებით, აქტიურად აგრძელებს.
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს წევრებთან ერთად ცხემლისხიდის მოსახლეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის უკვე დანერგილ მექანიზმებზე მიაწოდა ინფორმაცია და კიდევ ერთი ახალი ინსტრუმენტი გააცნო, რომელსაც ოზურგეთი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებს. ახალი ინოვაციური პროექტი, ოზურგეთში სმარტ ეკრანების განთავსებას ეხება, სადაც მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველობის ორგანოების შესახებ საჯარო ინფორმაცია იქნება განთავსებული. აღნიშნული, უზრუნველყოფს თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის გამჭვირვალობასა და საჯაროობას.
საკრებულოს წევრებმა მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდეს, რათა მაქსიმალურად ჩაერთონ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და გამოიყენონ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელსაც საკრებულო მათ სთავაზობს.
შეხვედრას ცხემლისხიდში საკრებულოს წევრები, აპარატის უფროსი და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი