ტრენინგი – „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახში, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალბატონების მონაწილეობით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს მხარდაჭერით, გაიმართა ტრენინგი- „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“.
ტრენინგის მონაწილეებს მიესალმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, რომელმაც განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ქალთა პროფესიული განვითარებისა და მათი ეკონომიკური გაძლიერებისაკენ მიმართულ ყველა ინიციატივას.
ტრენინგი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული საბჭოსთან თანამშრომლობით ჩატარდა, მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ეფექტური ბიზნეს და მედიასთან კომუნიკაცია, საქმიანი იმიჯის ფორმირება, ფინანსები და საგადასახადო სისტემა შინდასაქმებულთათვის. ტრენინგის მონაწილეები, ასევე, გაეცნენ მუნიციპალიტეტში დანერგილ მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტებსა და ელექტრონულ პლატფორმებს.
ტრენინგკურსი ჩატარდა პროექტის ,„ოზურგეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“, „ქალთა ფონდის“ ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები