დასაქმების ფორუმი ოზურგეთში

🔵 ოზურგეთში ევროკავშირის მხარდაჭერით დასაქმების ფორუმი გაიმართა, სადაც 30-მდე სხვადასხვა კომპანიამ მოქალაქეების დასაქმებისა და სტაჟირებისთვის 300-ზე მეტი ვაკანსია წარადგინა.

„ჩვენს თანამოქალაქეებს, სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. ჩატარდა პანელური შეხვედრები შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების, სექტორთა შორის თანამშრომლობის და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
პოზიტიურია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში დასაქმების ახალი პერსპექტივა გაჩნდა – ეს არის კერძო და საჯარო სექტორს შორის კარგი თანამშრომლობის მაგალითი. დარწმუნებული ვარ დღევანდელი ფორუმი იქნება წარმატებული და შედეგად, მეტი ჩვენი თანამოქალაქე დასაქმდება,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

✅ ფორუმის ორგანიზატორები არიან ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ICI), პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის/SECTORs“; განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“; საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება/LINKS”; დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA).

მსგავსი სტატიები