გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის მე-12 საერთაშორისო კონკურს – ფესტივალი

🎉 6, 7, 8 ივლისს ოზურგეთში საქართველოს სახალხო არტისტის, ლოტბარის და ქორეოგრაფის, გიორგი სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო ფოლკლორული კონკურს-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც მინაწილეობას მიიღებენ უცხოური და ადგილობრივი ანსამბლები.

✅ ფესტივალის პროგრამა:

🔸 6 ივლისი

🕔 17:00 – ფესტივალის გახსნა; ქორეოგრაფიული კონკურსი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში;

🔸 7 ივლისი

🕓 16:00 – კონკურსი ვოკალში

🕔 17:00 – მასტერკლასი ქორეოგრაფიაში და მინი – კონცერტი სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახელობის სახლ-მუზეუმში;

🔸 8 ივლისი

🕕 18:00 – გაიმართება ფესტივალის მონაწილეთა აღლუმი ქალაქის მთავარ ქუჩებში

🕖 19:00 – გიორგი სალუქვაძის გორელიეფის გვირგვინით შემკობა, ქ.ოზურგეთი

🕗 20:00 – გაიმართება ხალხური რეწვის გამოფენა, გალა – კონცერტი და დაჯილდოება ჭადრების ბაღში

🔵 გიორგი სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.

მსგავსი სტატიები