გზის რეაბილიტაცია ანასეულში

ავთანდილ თალაკვაძე: „ოზურგეთელებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას ვასრულებთ – ამჯერად, ოზურგეთის ულამაზეს უბანში, ანასეულში ვაკეთებთ გზის რეაბილიტაციას“

🚧 ანასეულში საგზაო – ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 1 მილიონ ლარამდე შეადგენს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

📌 მიმდინარე სამუშაოებს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან და ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.

მსგავსი სტატიები