სოფელ დვაბზუში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

🚧 სოფელ დვაბზუში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან – გიორგი ღურჯუმელიძესთან და ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.

“ოზურგეთელებისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა სრულდება – ამჯერად, სოფელ დვაბზუში ვაკეთებთ საავტომობილო გზის რეაბილიტაციას.

სამუშაოები, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ – დღეს დავათვალიერეთ. პროექტის ბიუჯეტი 374 550 ლარს შეადგენს.” – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ

მსგავსი სტატიები