ბიუროს სხდომა

საკრებულოს ბიურომ, დღეს, ექვსი საკითხი განიხილა და საკრებულო მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა. ბიურომ, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, შესაბამისი დარგობრივი კომისიის დასკვნა მოისმინა, რომლის გათვალისწინებით კორექტირებული პროექტის დამტკიცების შესახებ, ნორმატიული აქტის მიღებაზე საკრებულო იმსჯელებს. საკრებულო, ასევე, განიხილავს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე , საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას. ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულო იმსჯელებს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე მდებარე არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების 23 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზედ მიმაგრებული შენობის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. . „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული,ქ.ოზურგეთში ვ.დოლიძის ქუჩაზე მდებარე 380 კვ.მ.არასასოოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ კი ბიურომ დარგობრივი კომისიის მოსაზრება გაითვალისწინა და პროექტის ჯეროვნად შესწავლისა და დასკვნის გამოტანის მიზნით, საკითხი არ იქნა შეტანილი საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში. საკრებულოში, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დაარსების თაობაზე კიდევ ერთი პეტიცია, ამჯერად მატერიალური ფორმით დარეგისტრირდა. პეტიციის ავტორმა ნანული ჭანუყვაძემ, დღეს, ბიუროს წევრების შეკითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, პეტიციის იდეა საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დაარსებაა სოფელ შემოქმედში. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირებისათვის პეტიცია გადაეგზავნა მუნიციპალიტეტის მერიას და განსახილველად და დასკვნის წარმოსადგენად დაეწერა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას.

მსგავსი სტატიები