17-18 იანვარს, უკრაინაში, ქალაქ პოლტავაში, გაიმართა პარტიციპაციის პრაქტიკოსთა IV საერთაშორისო ფორუმი, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცა გაეზიარებინა გამოცდილება და მონაწილეობა მიეღო ადგილობრივი და საერთაშორისო ინიციატივების განხილვაში.
ორდღიან შეხვედრაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტს „სოლიდარობის ფონდ პლ საქართველოში“ მხარდაჭერით საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე და მერის თანაშემწე ალექსანდრე ბერიძე წარმოადგენდნენ.
ფორუმს ესწრებოდა შვიდი ქვეყნის ორასზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი, ოფიციალური პირები, აგრეთვე ექპსერტები უკრაინიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვადან, ბელორუსიიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, აშშ და დიდი ბრიტანეთიდან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფონდების წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უწყობენ თანამონაწილეობითი დემოკრატიის განვითარებას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ ისაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დანერგილი სამოქალაქო ბიუჯეტის, პარტიციპაციის აკადემიის, პროექტების რეალიზების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის, ელექტრონული მმართველობის, სექტორებს შორის თანამშრომლობის მაგალითებისა შესახებ.
16 იანვარს, საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლტავის ადგილობრივ თვითმართველობაში ეწვია. დელეგაციის წევრებმა ქალაქის მთავრობის ოფიციალური პირების ხელმძღვანელებთან, ექსპერტებთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს პარტიციპაციის IV საერთაშორისო ფორუმთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, და გაცვალეს ინფორმაციები თვითმმართველობისა და ბიუჯეტის სფეროში.
პოლტავა, გარდა იმისა, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი დიდებული მოღვაწეებითა და ორიგინალური ტრადიციებით, იგი უკრაინის ერთ-ერთი პირველი ქალაქია, სადაც შემოიღეს თანამონაწილეობითი ბიუჯეტი.
ფორუმის პარტნიორები არიან: ფონდი PAUCI; პარტნიორობა ურბანული განვითარების პარტნიორობისთვის (PROMIS) საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელსაც ახორციელებს კანადის მუნიციპალიტეტების ფედერაცია (FCM), კანადის საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით;