ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ევროპის რეგიონულ შეხვედრაზე

ქალაქ რომში OGP ევროპის რეგიონული შეხვედრა წარმატებით დასრულდა. შეხვედრაში ღია მმართველობა პარტნიორობის 47 ქვეყანა, 240 მონაწილე, 23 ადგილობრვი წევრის 36 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის: ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან ღია მმართველობა პარტნიორობის ადგილობრივი პროგრამის კოორდინატორი, საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე.

ევროპის რეგიონულმა შეხვედრამ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკოსები გააერთიანა. დაინტერესბული მხარეები ღია მმართველობის კუთხით საზოგადოების გაძლიერების, ამჟამინდელი რეგიონული და გლობალური გამოწვევბის განხილვის მიზნით შეიკრიბნენ.

ჩატარდა 20 სესია განსახილველ ძირითად თემებს შორის იყო, ანტიკორუფციული, ციფრული ინოვაციები და დემოკრატიული მონაწილეობა.

სესიაზე ,,ადგილობრივი ღია მმართველობა: როგორ განსაზღვრავს კონტექსტი მოქმედებას“, საინტერესო გამოცდილება და კარგი პრაქტიკა ოზურგეთის ფორუმის სახელით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელმა თამარ ღლონტმა წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად 2020 წელს აირჩიეს.

OGP-ში გაწევრიანებით ოზურგეთი შეუერთდა გლობალურ მოძრაობას, რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფორმით ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების განმტკიცება.

მსგავსი სტატიები