ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა ინფორმაცია მოისმინეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებით წესისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ და მიზანშეწონილად მიიჩნიეს აღნიშნული საკითხი წარდგენილ იქნას საკრებულოსა და ბიუროს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.
აგრარულ საკითხთა კომისიის წევრებმა იმსჯელეს და ცნობად მიიღეს შემდეგი საკითხები: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მდგომარეობის შესახებ“; ასევე, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესახებ“.