ანგარიშების წარდგენა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, კონჭკათი, მერია, ხვარბეთი, ნაღობილევის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარმა ტარიელ აროშიძემ, საკრებულოს წევრ ალექსანდრე ღლონტთან ერთად ამომრჩევლებს საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

შეხვედრებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

საკრებულოს წევრებმა დეტალურად ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, სოციალურ პროექტებზე, რომლებიც მიმდინარე წელს განხორციელდა და აღნიშნეს რომ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია და ისინი პირველ რიგში მათ წინაშე არიან ანგრიშვალდებულნი. აგრეთვე, ყურადღება გაამახვილეს მათ მიერ მხარდაჭერილ საკითხებზე, რომლებიც საკრებულოს გადაწყვეტილებებში აისახა. ადგილობრივების შეკითხვებს საკრებულოს წევრებმა უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმები გააცნეს.

ვრცლად ანგარიშები იხილეთ: http://ozurgeti.mun.gov.ge/?p=14940

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი