CORLEAP მე-11 წლიური შეხვედრა

საქართველო, ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის მე-11 წლიურ შეხვედრაზე, CORLEAP-ის თანათავმჯდომარე ქვეყნის რანგში ჩაერთო.

კონფერენციაში სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და CORLEAP-ის დელეგაციის წევრმა, ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მარიკა ჩხიკვიშვილმა მიიღო მონაწილეობა.

ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ჩეხეთის რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობისა და კრიზისების მართვის სპეციფიკას გაეცნენ და აღნიშნული მიმართულებებით განხორციელებული პროექტები ადგილზე მოინახულეს. აღსანიშნავია, რომ სასწავლო ტური, ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში მოეწყო, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ლიბერეკში გაიმართა. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციაში (CORLEAP) 2011 წელს გაწევრიანდა. მასში მონაწილე ქართული დელეგაციის ახალი შემადგენლობა კი, ათეა-ს აღმასრულებელმა საბჭომ მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცა. CORLEAP-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი და როტაციის მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება, თანათავმჯდომარის სტატუსის გადაბარება აღნიშნულ ქვეყნებს შორის ხდება.

მსგავსი სტატიები