ჭადრაკში ოზურგეთის ჩემპიონი გამოვლინდა!

ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა ჭადრაკში.
შეჯიბრში მონაწილეობას 18 მოჭადრაკე იღებდა.

ჩემპიონატში უფროსი თაობის მოჭადრაკეებთან ერთად, სასკოლო ასაკის ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ.

მუნიციპალურ პირველობაზე საპრიზო ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს, ასევე წლის განმავლობაში სხვადასხვა ტურნირზე წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

საჭადრაკო ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები