კომისიის სხდომა

ოზურგეთის საკრებულოს კომისიებში 2023 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის განხილვა გრძელდება.

მთავარ საფინანსო დოკუმენტზე საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ იმსჯელა.

პროექტის მიხედვით 2023 წლის ბიუჯეტი 34480,0 ათას ლარს შეადგენს, რომელიც პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდება.

განათლების დაფინანსება შეადგენს 7389,0 ათას ლარს; აგრეთვე, პრიორიტეტი კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი დაფინანსდება – – 5 938,0 ათასი ლარით; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დაიხარჯება – 2 453,0 ათასი ლარი;

ვრცლად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრების შეკითხვებს მერის მოადგილე და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პასუხობდნენ.

კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ბიუჯეტის პროექტი წარდგენილ იქნას საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.

საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანრმთელობის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ.

მსგავსი სტატიები