დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2024 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის განხილვა დაიწყო.

დღეს, მთავარ საფინანსო დოკუმენტზე, საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიების ერთობლივი სხდომაზე იმსჯელეს.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2024 წლის ბიუჯეტი 37 750.0 ათას ლარს შეადგენს და შემდეგ პრიორიტეტებში გადანაწილდება:

ინფრასტრუქტურის განვითარება; დასუფთავება და გარემოს დაცვა განისაზღვრა;

განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა;

საკრებულოს წევრებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, პროექტი წარდგენილი იქნას საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.

ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილვა-დამტკიცება მიზანშეწონილად მიიჩნიეს, შედეგი სამრთლებრივი აქტების პროექტების: რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწონების თაობაზე და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონებების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

სხდომის დასასრულს კომისია დადგენილების პროექტს გაეცნო, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების თაობაზე.

მსგავსი სტატიები