ოზურგეთის მერის ავთანდილ თალაკვაძის საახალწლო მილოცვა

🎄✨ „ძვირფასო თანამოქალაქეებო, ძვირფასო ოზურგეთელებო, გილოცავთ ახალ 2023 წელს! მშვიდობის, ბედნიერების და წინსვლის წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის.

საქმიანი და დატვირთული იყო განვლილი წელი და #ერთად ბევრი რამის გაკეთება შევძელით – ბევრი რამ განვაახლეთ და ავაშენეთ; არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ; ბევრი, ვინც ჩვენგან დახმარებას ელოდა – მოვინახულეთ და მათი პრობლემები გულთან მივიტანეთ. რაც მთავარია, ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას, ვიღებდით თქვენგან რჩევებსა და შეფასებებს, რისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ.

გპირდებით, 2023 წელსაც გვექნება ბევრი პოზიტიური სიახლე, ახალი პროექტები და ინიციატივები! მჯერა, მომავალი წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის იქნება მშვიდობის, კიდევ უფრო მეტი წარმატების, აღმშენებლობის და კეთილდღეობის მომტანი!

ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს, მთავრობას, საქართველოს პარლამენტს და მთლიანად, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ძლიერი მხარდაჭერისთვის!

კიდევ ერთხელ გილოცავთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! მრავალ ახალ წელს დაესწარით!“ – განაცხადა, ავთანდილ თალაკვაძემ

მსგავსი სტატიები