საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურებს ახალი წელი მიულოცეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ და პარლამენტის წევრის – გურიის მაჟორიტარი დეპუტატის, ოზურგეთის ბიუროს უფროსმა ქეთევან ვასაძემ საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურების თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცეს.

„დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურებს. ჩვენი სამააყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კლინიკა „მედალფას“ მედპერსონალი, მეხანძრე-მაშველები, სამხარეო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ახალ წელს სამუშაო ადგილებზე ხვდებიან, რათა დაცული იყოს თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

ოზურგეთის სახელით, მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის! ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ!“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ

მსგავსი სტატიები