კომისიების ერთობლივი სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება.

საკრებულოში დარგობრივი კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც 2023 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

წარმოდგენილი პროექტით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები და შემოსულობები (გასული წლის ნაშთისა და ვალდებულებების კლების ჩათვლით) 2023 წლის დამტკიცებულ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 82,6% – ით. ეს ნიშნავს, რომ დაგეგმილი 34 480,0 ათასი ლარის ნაცვლად, ბიუჯეტი განისაზღვრა 62 957,3 ათასი ლარით.

პროექტის თანახმად ბიუჯეტი იზრდება 28 477,3 ათასი ლარით, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდება.

საკრებულოს წევრებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ პროექტი წარდგენილი იქნას საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.

მსგავსი სტატიები