გენდერული თანასწორობის საბჭოს შეხვედრა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა საინფორმაციო შეხვედრა „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“-ს წარმომადგენლებთან გამართეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დაიწყო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი პროექტის „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“ მეორე ეტაპი.
შეხვედრაზე მეწარმე ქალთა საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
დაიგეგმა საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ ქალთა ბიზნესსაქმიანობის გაუმჯობესებას და მათ ინტეგრაციას სამოქალაქო პროცესებში.

მსგავსი სტატიები