ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, მერის მოადგილეებმა – გიორგი ღურჯუმელიძემ და ნიკა ბოლქვაძემ საკონსულტაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში გამართეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს სოფლებში არსებული საჭიროებები და მოქალაქეებს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები გააცნეს.

დაბა ნარუჯაში და დაბა ლაითურში მოსახლეობის გადაწყვეტილებით რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა გზებს;

სოფელ ბაილეთში მოეწყობა მოსაცდელები და სანიაღვრე არხები; განახლდება სასაფლაოსთან მისასვლელი გზა და რამდენიმე უბანში დაიგება რკინა-ბეტონის გზა;

ადგილობრივებმა სოფელ სილაურში სპორტ-დარბაზის რეაბილიტაცია და რკინა-ბეტონის გზის მოწყობა გადაწყვიტეს. ხოლო, სოფელ ჯუმათში სკვერისა და უბნებში გზის მოწყობა აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამა მოსახლეობის აქტიური თანამონაწილეობით ყოველ წელს ხორციელდება და მიზნად ისახავს მოქალაქეების საერთო გადაწყვეტილების შედეგად, განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების გამოვლენას.

      

 

მსგავსი სტატიები