ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აისახა შემდეგი განკარგულების პროექტები: ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,მერცხალი“-სთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, მერიისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“, ასევე, ,,ოზურგეთში სოფელ კონჭკათის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის ,,ზაურ ჩანჩიბაძის“ სახელის მინიჭების შესახებ.

ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა და საკრებულოზე განიხილავენ, სამართლებრივი აქტების პროექტებს: მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონები ნუსხისა და გეგმის დამტკიცებას.“ აგრეთვე, ცვლილების პროექტს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე.“

ცვლილება იგეგმება ,,მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების შესახებ“ დადგენილების პროექტში.

ასევე, იმსჯელებენ ,,სოციალური დახმარების გაცემის წესში“ ცვლილებასთან დაკავშირებით. კენჭი ეყრება ,, შშმ პირთა 2023 წლის სამოქმედო გეგმის ტაობაზე განკარგულების დამტკიცებას.

საკრებულო, მოისმენს 2022 წლის ბიუჯეტის IV კვარტლის, მერიის სტრქტურული ერთეულების შიდა აუდიტისა და განათლების სამსახურების ანგარიშებს, ასევე, მუნიციპალიტეტში 2022 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე ინფორმაციას.

მსგავსი სტატიები