შეხვედრა მოქალაქეებთან ოზურგეთში

სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებსა და სერვისებზე, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ოზურგეთში შეხვედრები დასრულდა.

ოზურგეთის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები ამჯერად ქალაქ ოზურგეთის, ანასეულის, ლიხაურის, მაკვანეთის, ბახვის, სოფელ ოზურგეთის, გურიანთის, დაბა ურეკისა და დაბა ნასაკირალის ტერიტორიულ ერთეულებში გამართეს.

შეხვედრებზე მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე, რომელსაც ახორციელებს „აწარმოე საქართველო,“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და სხვა. ასევე, მერიის საინვესტიციო პროექტების განყოფილების თანამშრომლებმა წარადგინეს პრეზენტაციები და ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს.

აღნიშნული შეხვედრები, ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობისა და ადგილობრივ მეწარმეთა მხარდაჭერის მიზნით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩატარდა.

მსგავსი სტატიები