კონსტანტინე შარაშენიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

შეხვედრა სოფელში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

დღეს მერი გურიანთის, ციხისფერდის, მერიის, ნაღობილევისა და ხვარბეთის მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივებმა 2020 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩიეს.

მერიაში დაიგეგმა შიდა გზების მოწესრიგება, მოსაცდელისა და გარე განათების მოწყობა, ასევე, საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქციონის დამონტაჟება, ჭახვათას მცხოვრებლებმა კი მოსაცდელის მოწყობა და წყლის სისტემის მოწესრიგება დაგეგმეს. ნაღობილევში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და შიდა გზების მოწესრიგება გადაწყდა. ხვარბეთის მოსახლეობამ კი უპირატესობა გარე განათებისა და მოსაცდელის მოწყობას მიანიჭა.

რაც შეეხება, გურიანთასა და ციხისფერდს, ადგილობრივემა პრიორიტეტებად შეარჩიეს სკვერის კეთილმოწყობა, საბავშვო ბაღის რემონტი, შიდა გზების მოწესრიგება და გარე განათების მოწყობა.

#გურია #ოზურგეთი2020 #სოფლისმხარდაჭერისპროგრამა

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი