ბოხვაურში, დვაბზუსა და გაღმა დვაბზუში მიღებული გადაწყვეტილებები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს მერი სოფელ ბოხვაურის, დვაბზუსა და გაღმა დვაბზუს მოსახლეობას შეხვდა, ადგილობრივებს პროგრამის ეტაპების შესახებ ინფორმაცია გააცნო და მათი პრიორიტეტები მოინიშნა.

ბოხვაურსა და ჭალა ბოხვაურში ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელზე გამოყოფილი თანხით ცენტრის კეთილმოწყობა და სკვერის მშენებლობა გადაწყდა.

დვაბზუსა და გაღმა დვაბზუს მოსახლეობამ სხვადასხვა უბანში გარე განათებისა და გზისპირა მოსაცდელების მოწყობა, საბავშვო ბაღის ინვენტარითა და ატრაქციონებით აღჭურვა, ხიდებისა და მილხიდების შეკეთება მოითხოვა.

მოსახლეობასთან კრება-კონსულტაციები ხვალ სოფელ გურიანთაში, ციხისფერდში, მერიაში, ნაღობილევსა და ხვარბეთში გაიმართება.

#გურია #ოზურგეთი #სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2020 #ბოხვაური #დვაბზუ

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი