ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ევროპის დღე აღინიშნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ევროპის დღე აღინიშნა!
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამკუთხა პარკში, მოეწყო სპორტული აქტივობები, საინფორმაციო კუთხე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ასევე, სასწავლო გამოფენა, სტარტაპებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სივრცე, სხვადასხვა ორგანიზაციების სტენდები და ფოტოგამოფენები.
ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ევროპის დღე, ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ევროკლუბების და გურიის მობილური ახალგაზრდული მუშაკების ჩართულობით გაიმართა.

მსგავსი სტატიები