ევროპის დღე ოზურგეთში

ოზურგეთში ევროპის დღე აღინიშნა – სამკუთხა პარკში ჩატარდა სპორტული აქტივობები, განთავსდა საინფორმაციო კუთხე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. ამავე სივრცეში მოეწყო სტარტაპებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენა და სხვადასხვა ორგანიზაციის ფოტოსტენდები.

ევროპის დღე ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ევროკლუბების და გურიის მობილური ახალგაზრდული მუშაკების ჩართულობით გაიმართა.

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მერის მოადგილეები – გიორგი ღურჯუმელიძე, ნიკა ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად დაესწრნენ.

მსგავსი სტატიები