კონფერენცია ტექნოპარკში

13 და 14 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტექნოპარკში, კონფერენცია – გურიის რეგიონში არაფორმალური განათლების ცენტრების ,,იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების“ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა სამეწარმეო განათლების საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკა. ასევე, გურიის რეგიონის პარტნიორი საჯარო სკოლების „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების“ საუკეთესო მაგალითები, რომელთა ძირითად მიზანს მოსწავლეებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერება საგანთა ინტეგრირებითა და პროექტული სწავლების დანერგვის გზით წარმოადგენს.

კონფერენციას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან ქეთევან ხომერიკთან ერთად ესწრებოდა.

მსგავსი სტატიები