ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტი დაამტკიცა.
წარმოდგენილი პროექტით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ზრდა გადასახდელებისა და შემოსავლების ნაწილში 2023 წლის კორექტირებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით 7316,2 ათასი ლარით განისაზღვრა.
ცვლილებების შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მიმდინარე პერიოდისთვის 70273,5 ათას ლარს შეადგენს.
ასევე, საკრებულოს გადაწყვეტილებით, დამტკიცდა შემდეგი განკარგულების პროექტი: ,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შპს „ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანია“-სთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.“ აგრეთვე, დადგენილება ,,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ.’’