პროგრამის ,,ოზურგეთის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში გამოფენა გაიხსნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებაში, პროგრამის – „ოზურგეთის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში, ახალი პროექტების გამოფენა გაიხსნა.

საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების პროექტები, რომლებიც ოზურგეთის განახლების მიზნით მომზადდა, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

„ჩვენი გუნდის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში დღეს ახალი პროექტების გამოფენა გაიხსნა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული ნამუშევრები, მუზეუმში ერთი კვირის განმავლობაში იქნება გამოფენილი. ადგილზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და დააფიქსირონ მოსაზრება შესარჩევი პროექტების შესახებ, რომლებსაც ოზურგეთში მომავალში განვახორციელებთ.

მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და პროფესორ-მასწავლებლებს. განსაკუთრებული მადლობა, ჩვენს წარმატებულ სტუდენტებს საინტერესო ნამუშევრებისთვის, სადაც არაერთი შთამბეჭდავი პროექტი ვიხილეთ,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მსგავსი სტატიები