შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე

ოზურგეთში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა. კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში, სპორტული შეჯიბრი და ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, საკრებულოს წევრები, შშმ პირები და მოქალაქეები დაესწრნენ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

მსგავსი სტატიები