ტრენინგების ციკლი ,,სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვა“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის USAID/HICD პროგრამის მხარდაჭერით, ტრენინგების ციკლი ,,სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვა“ ტარდება, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური რესურსების მართვის სისტემების გაუმჯობესებას.

დღეს, სამუშაო შეხვედრაზე პროგრამის კონსულტანტმა დავით გუნაშვილმა, სამუშაოს დაგეგმვის, თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

USAID/HICD პროგრამის ფარგლებში შემუშავდება ადამიანური რესურსების მართვის ახალი სახელმძღვანელო და პროცედურები. აგრეთვე, განახლდება თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობები და შეიქმნება მათი საქმიანობის შეფასების ახალი სისტემა.

მსგავსი სტატიები