სამუშაო შეხვედრა

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა, შოთა კაკაბაძემ, გურიის მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება, და საჭიროებები განიხილეს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ “ენერგო პრო-ჯორჯიას” და გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეგიონული ხელმძღვანელი პირები.

მსგავსი სტატიები