შეხვედრა სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლებთან

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად ოზურგეთის ისტორიული მუზეუმს ეწვია.

შეხვედრაზე, მუზეუმის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მინისტრმა მუზეუმის განვითარების ხელშესაწყობად მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქმიანი ურთიერთობის გააქტიურების შედეგად ოზურგეთის მუზეუმის მდიდარი ფონდის ნახვას მეტი ადამიანი შეძლებს როგორც დროებითი, ისე მუდმივი გამოფენების სახით.

მსგავსი სტატიები