კომისიის სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიამ 2022 წლის და 2023 წლის 6 თვის მდგომარეობით, კულტურის განვითარების ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგები განიხილა.
ანგარიში კომისიას მერიის კულტურის განყოფილებამ წარუდგინა. კულტურულ ღონისძიებებთან ერთად, კომისიის წევრების მსჯელობის საგანი იყო, იმავე საანგარიშო პერიოდში, სპორტის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ფაქტობრივი შედეგები.
ორივე საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.

მსგავსი სტატიები