ოზურგეთში, ფესტივალი – ,,ღვინის დღეები” გაიმართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ყოველწლიურ ღვინის ფესტივალს – „ღვინის დღეებს“ უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და ოზურგეთის მერიის ჩართულობით, ფესტივალი დღეს, ჭადრების ბაღში გაიმართა. სადაც, მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული კერძებით გამასპინძლება, ღვინით ხატვა, საგამოფენო სივრცე „საქართველო – ღვინის სამშობლო“ და ექსკურსიები ოზურგეთის მარნებში.
ფესტივალს, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება „თეატრალურის კვარტეტის“ და ჯგუფი „გუფი ლენდის“ კონცერტით დასრულდა.

მსგავსი სტატიები