პროექტი „გურიის ჩაის გზა“

გურიის ჩაის გზა“  ეკონომიკური განვითარების სამსახურის ახალი   პროექტია,   რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების და დასაქმების   ზრდა აგროტურიზმის განვითარების გზით.

ერთის მხრივ, მაღალი კონკურენცია და შეზღუდული წარმოება ადგილობრივი   ჩაის მწარმოებლების ძირითადი პრობლემაა, მეორეს მხრივ, რეგიონის ტურისტებისათვის   საინტერესოა ადგილობრივი წარმოების პროცესის გაცნობა და ნატურალური ჩაის   პროდუქციის მოხმარება.

პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთვება საქართველოს გარემოს   დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული   ადმინისტრაცია და ასოციაცია “ელკანა“, რაც პროექტის განხორციელებას მეტად   შედეგიანს გახდის.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი