კურორტ გომის მთას დაბის სტატუსი ენიჭება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომის მთას დაბის სტატუსი ენიჭება. დღეს, საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე – დასახლების (დაბა) გომისმთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადება მოიწონა და შესაბამისი განკარგულება დაამტკიცა. დადებითი დასკვნა წარმოადგინა ინფრასტრუქტურის კომისიამ. მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია მთავრობას შუამდგომლობით მიმართავს, საქართველოს მთავრობა საბოლოოდ განსაზღვრავს გომის მთისთვის დასახლების, დაბის კატეგორიას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში რიგით 30-ე ადმინისტრაციული ერთეული, დაბა გომის მთა იქნება. საკრებულოს სხდომაზე ერთხმად აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. „გომის მთისთვის დასახლების კატეგორიის მინიჭება, საშუალებას მოგვცემს კანონის ფარგლებში მოვაქციოთ ყველა პროცესი და ხელი შევუწყოთ კურორტის გეგმაზომიერ განვითარებას“. კურორტი გომის მთა ზღვის დონიდან 2500 მ-ზე მდებარეობს, ის გამორჩეულია თავისი უნიკალური ბუნებით, კლიმატით. კურორტს ყოველ წლიურად ასობით ვიზიტორი სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ გომის მთასთან დაკავშირებით 2017 წელს განაშენიანების გენერალური გეგმა შემუშავდა, დაგეგმილია გზის სრული რეაბილიტაციაც.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი