თამაზი ჟღენტის ოჯახს სახლის სახურავის მასალა გადაეცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტში ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიუროს შუამდგომლობით, სოფელ დვაბზუში მცხოვრებ თამაზი ჟღენტის ოჯახს, მუნიციპალიტეტმა სახლის სახურავის მასალა გადასცა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოხდა სახლის გადახურვაც. თამაზი ჟღენტის სახლის სახურავი, რომელიც მძიმე საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობსა და ამვდროულად შშმპირია, სტიქიის შედეგად დაზიანდა. ოჯახი საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს წევრებთან და ბიუროს ხელმძღვანელ ლაშა ჭელიძესთან ერთად მოინახულა.

მსგავსი სტატიები