გზის რეაბილიტაცია სოფელ მთისპირში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება.

ამჟამად, მიმდინარეობს მთისპირი – ბასილეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები და მილხიდები.

გზის რეაბილიტაციის პროცესს ოზურგეთის მერის მოადგილეები გიორგი ღურჯუმელიძე, ნიკა ბოლქვაძე გაეცნენ.

პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი სტატიები