შეხვედრა მოქალაქეებთან

ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე დღეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა.

მერის მოადგილემ მოქალაქეებს საკვები პროდუქტები მიუტანა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო; მიაწოდა ინფორმაცია 8 სექტემბერს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება.

მსგავსი სტატიები