ოზურგეთში ტრადიციული ალილო გაიმართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საშობაო ,,ალილო” გაიმართა.
სასულიერო პირებმა, მრევლმა და მლოცველებმა ქალაქის ქუჩები გალობით შემოიარეს, მოსახლეობას მაცხოვრის შობის დღესასწაული მიულოცეს და შეჭირვებული ოჯახებისთვის შემოწირულობები შეაგროვეს.
ალილოს მსვლელობას ოზურგეთის ადმინისტრაციის შენობასთან გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ და მათ საშობაო საჩუქრები გადასცეს.
ტრადიციული საზეიმო მსვლელობა ,,ალილო,“ სრულიად საქართველოს კათალიკოს – პატრიარქის ლოცვა კურთხევით ქრისტეშობის დღესასწაულზე მთელს საქართველოში იმართება.

მსგავსი სტატიები