ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე იმსჯელეს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავს შემდეგ სამართლებრივი აქტების პროექტებს: ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;“ და ,,მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების თაობაზე.“ აგრეთვე, მოისმენენ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კომუნალური მეურნეობის მართვის სფეროში არსებული მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროგრამების და მათი შესრულების ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებისა და 2023 წლის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი და დამტკიცებული ქონების რეალიზაციის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციებს.

საკრებულო ცნობად მიღების მიზნით, მოისმენს და განიხილავს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო და მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობის მდგომარეობის შესახებ; ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების რეგულირების მდგომარეობის თაობაზე; და ,,მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიშის.

მსგავსი სტატიები