პროექტის პრეზენტაცია

ქ.ოზურგეთში, ანასეულში ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ცენტრში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა კოორდინაციის სააგენტოს -TIKA- ს ერთობლივი პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, სტუმრებმა გურიის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერან-ფერმერთა ასოციაციის ,,საცდელ-სასწავლო მეურნეობა’’ დაათვალიერეს და გურული ვეტერანების მიერ წარმოებული თაფლის პირველი მოსავლის დაწურვის პროცესს გაეცნენ.
აღნიშნული პროექტი მეფუტკრეობის დარგში დასაქმებული გურული ვეტერანების ხელშეწყობას მოიცავს და ის, TIKA-ს მიერ, 2022 წელს, გურიის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერან-ფერმერთა ასოციაციის წევრთათვის სკების, თაფლის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარისა და მეფუტკრეთათვის სპეცტანსაცმლის გადაცემით დაიწყო.

მსგავსი სტატიები