დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
კომისიების წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს, 2024 წელს დამტკიცებულ მუნიციპალიტეტების მიერ 2020-2022 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში.
აგრეთვე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ გელა ჩავლეშვილმა კომისიის წევრებს შემდეგი დადგენილების პროექტები გააცნო: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ და „გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე.“

მსგავსი სტატიები