შეხვედრა ანდრეას კიფერთან

🇬🇪🇪🇺 ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას, საკრებულოს წევრებს და მერის მოადგილეებს – გიორგი ღურჯუმელიძეს და ნათია გოლიაძეს შეხვდა.
🔹 შეხვედრაზე, მხარეებმა ევროსაბჭოს როლსა და ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
🚀 ასევე, ანდრეას კიფერი ოზურგეთის ტექნოპარკშიც იმყოფებოდა, სადაც მან ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ისტორია და პერსპექტივა.
🏛 ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმიც მოინახულა, სადაც ძალიან საინტერესო ექსპონატების ფონდი და უნიკალური ნივთები ინახება. ეწვია შალვა რადიანის ეთნოგრაფიულ მუზეუმს და გაეცნო უამრავ ეთნოგრაფიულ მასალას, გურულ სტუმარ-მასპინძლობას. ადგილობრივებმა სტუმარს გურიის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მიაწოდეს.

მსგავსი სტატიები