ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ, საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით, აისახა შემდეგი სამართლებრივი აქტის პროექტი: ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე;“ ასევე, ,,მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ” საკრებულო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე იმსჯელებს.

მსგავსი სტატიები