ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შევიდა დადგენილების პროექტი: 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის, “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“, ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“,ასევე, ცვლილების პროექტი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე”. საკრებულო, ნორმატიული აქტების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას უყრის კენჭს.

განკარგულების პროექტების, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე“, დამტკიცებმად საკრებულო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე იმსჯელებს. ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, ა(ა)იპ სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებისთვის გადაცემაზე“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, ოზურგეთში სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩის ,,ალექსანდრე ღლონტის“ სახელის მინიჭების შესახებ“, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭოს“-ს პერსონალური შემადგენლობაში ცვლილებასა და 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე.

ბიურომ განიხილა და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ასახა: ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2023 წელში, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე“ დამტკიცებულ განკარგულებაში ცვლილება და ,,ქალაქ ოზურგეთში გამსახურდიას მოედანთან საგზაო ნიშნების განთავსების ორგანიზების შესახებ“ განკარგულების პროექტი.

საკრებულო, მოისმენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და 5 მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშებსაც.

საკრებულოს სხდომა 8 თებერვალს 11 საათზე გაიმართება.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი